ხალხმა შეგარქვა დიდი ილია ეს საქართველო შენი შვილია რაც გააკეთე ჩვენთვის, ძვირია აქ სულის საქმე შენი ქმნილია მაფიქრებს შენი თვალები ბრძენი დამწერლობა გვაქ ქართველებს ძველი შენ საქართველოს აჩუქე დღენი შენ არ ისურვე ტახტ-სავარძელი მოშორებული იყავ სამშობლოს ღმერთმა სადაც ხარ კარგად გამყოფოს ნეტავ ქართველმა ისევ წარმოგშოს და საქართველოს ჭირი აშოროს
გოლვიან დღესა ტფილისშია შუა ბაზრისკენ მე ჩამივლია... ჩემო მუშავ, მინახვიხარ შენ კედელთან მწოლი; მხურვალე მზე ზედ დაგყურებდა, ჩუმი ღიღინი შენი ხშირად გულს მიწყლულებდა. ნაღვლიან ხმაში სულ ისმოდა შენი ცხოვრება, დღიურ ლუკმისთვის ტანჯვა, შრომა და მწუხარება. ვინა ხარ შენა, ჩემო ძმაო? სიდამ მოსულხარ? ბატონის მათრახს ვერ გაუძელ, გამოქცეულხარ, მოშორებულხარ ჯალაბობას, შენსა სახლ-კარსა, მინდორს მამეულს და შეჩვეულს მიწასა, წყალსა? თუ უნებლიეთ გადმოგტყორცნა მუხთალმა ბედმა, ან მოგიტაცა სხვა კაცზედა მაცდურ იმედმა? აქ სად მოსულხარ?.. რაც დაჰკარგე და რაც დასტოვე, მის მაგიერი ტფილისშია, აბა რა ჰპოვე?..
ილია ჭავჭავაძე(დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი ― გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური), დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861-1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.
დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა - მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას - მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ - მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.
1848-იდან ილია ჭავჭავაძე თბილისის კერძო პანსიონში სწავლობდა, 1852-იდან - თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, 1857-1861 - პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების - ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.