G.LaNcHaVa - Leqsebi
ორშაბათი, 2016-12-05, 1:18 AM | RSS

გ.ლანჩავას ლექსები

ტელ:558777477

საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
ლექსები [29]
ჩვენი გამოკითხვა

როგორი ლექსებია ?
სულ პასუხი: 2143

G.LaNcHaVa


მთავარი » ფაილები

სულ კატალოგში მასალაა: 29
ნაჩვენებია მასალა: 1-29
გვერდები:

გული შფოთს მოუსვენარი
მას შენთან ყოფნა სწადია
შენი მას სდაგავს სიშორე
უყვარხარ ძლიერ ცხადია
ვინ მოსთვლის კეთილ საქმეებს
რაც შენთვის ჩამიდენია
ერთდროს ცოდვილსა ბიჩუნას
ბოროტი გამიდევნია
შენი ბრალია იცოდე
ჩემი ასეთი ცვლილება
შექმნა მომინდა ოჯახის 
რომ მასახელონ შვილებმა
შენს სხეულს ჩემმა თვალებმა
ვეღარ შეხედოს ეულმა
ვეღარ შევეხო შენს თმებსა
შლილსა და ზოგჯერ ხვეულსა
ამაზე ფიქრი რას მარგებს
გარდა მწუხრისა დიდისა
ეს რომ ოდესმე მოხერხდეს
შუბლს გავიხვრიტავ გილძითა
მახსოვს მწუხარეს გითხარი
ისევ მიყვარხარ ლამაზო
აროდეს გადმიყვარდები
ჩემო ბროლო და ალმასო
არ დავიშურებ არასდროს
შენთვის მხურვალე სტრიქონებს
იმდენს მოგიძღვნი ლამაზო
მარცვლით ავავსებ წყლის მორევს
მინდა მადლობა შევწირო
ამ დიდსა მადლსა ღმრთისასა
ყოველთვის გეტყვი ლამაზო
სიტყვას მართალს და მდიდარსა!!!
              გ.ლანჩავა

ლექსები |  ნანახია: 1591 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 4.7/9 | კომენტარი (14)

გახსოვთ იმ დღეს სისხამ დილით
რომ დავთვერით ძმები ღვინით
ზოგი გამხმარ თუთუნს ფხვნიდით
ზოგი საცივს ჭამდა ცხვირით
სულ ერთად ვართ ყველა ლხინში
მაგრამ,სულ ვჭამთ მგონი პირში
აუ რა მოგივლით ძილში
რად დაუსხით ამ სასმისში?
თქვენ შემყურეს ფიქრი მაწევს
თქვენ კი გულზე ღვინო გაწევთ
ვფიქრობ იმას თუ რა გაწყენთ
და ვიხოკავ ფიქრში ღაწვებს
უკვე გძინავთ და თავს აქნევთ
და ღვინის სუნს ცაში აფრქვევთ
მე დავანთებ თქვენთვის სანთლებს
რომ დილას თავს გრძნობდეთ მარდებს....
 
                      გ.ლანჩავა

ლექსები |  ნანახია: 830 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 4.0/2 | კომენტარი (3)

მათ საფლავებთან მჯდომარეს
მათი ჩურჩული გვესმის
ჩურჩული მკვდრისა მოსაწყენია
ამას მგოსანი ასახავს ლექსით
თუ რას ხედავენ დამარხულები
თუ რას ფიქრობენ გზად გასულები
ნეტავ სად დაჰქრის მათი გონება
ნეტავ სად დაჰქრის მათი სულები
მათ თვალებიდან გადმოდის ელვა
მათი თვალები მეტყველებს მდორედ
მათი ოცხნება ნეტავ ასრულდეს 
ამქვეყანაზე გაჩდნენ მეორედ...


                 გ.ლანჩავა

ლექსები |  ნანახია: 935 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 4.8/4 | კომენტარი (1)

ქართველნო დღე გაგვითენდა
ზარები რეკავს წარწყმედის
ნეტავ ამქვეყნად თუ ვპოვებთ
კაცსა სრულიად განწმენდილს?
გადაგვარება მოგველის
რამე ვქნათ,რამე ვუშველოთ
რომ ისევ ჩვენს საქართველოს
მრავალჯამიერ უმღეროთ
ჩვენ თავს დავუწყოთ გაკიცხვა
ჩვენში ვეძებოთ მზაკვრალი
საქციელები ავწონოთ
გამოვარკვიოთ მართალი
წინაპართ დატოვებული
არ დავივიწყოთ ვალია
ადათ-წესების შენახვით
თავსა გადიჰკრეს ხმალია
სამშობლო,ადათ-წესები
ადათ-წესები ქართული
გადაგვარების წამზომი 
დიდი ხანია ჩართული
დღეს ჩვენი ყველას ვალია
წამზომს მოვსტეხოტ ისარი
სამშობლოს შენარჩუნების
ერთად დავსახოთ მიზანი..!!!
       
                გ.ლანჩავა

ლექსები |  ნანახია: 866 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 5.0/3 | კომენტარი (2)

კაცი წოდებულ ვეფხიად
ერთ უცნაური კაცია
შავი ცილინდრი ახურავს
შავი ნაბადი აცვია
უბრალოდ იცვამს მუდამა
ვერ არის დასანახია
მდიდარს არა ჰგავს
რაც დიდად დასანანია
მის ფიქრში მუდამ ტრიალებს
სიკეთე სთესოს ყველასთან
ამას ბოლომდე ასრულებს 
მაგრამ ცუდია ყველგანა
მართალი კაცი ამ დროში
არაგზით არა ფასდება
მუდამ სიკეთე აკეთო
ეს მხოლოდ ცას დაფასდება
მაგრამ ეს ჩვენი ვეფხია
თავის თავშია მართალი
გზაზე შეხვდება მშიერი
მზად არს გაუყოს საგზალი.
ერთხელ მივიდა მთაზედა
ნახა პატარა სახლია
მასპინძელს შამაუძახა
ამცნო-არავინ მახლია
კარი გაუღეს ვეფხიას
შეიპატიჯეს სახლშია
მასპინძლის ცუდი სახელი
გავარდნილიყო ხალხშია
არც ქონდა დიდი სახელი 
ძნელადა დასახსომები
კარგი მამისა შვილ იყო
მაგრამ რჯულ იყო სომეხი
ბუქია ერქვა ამ კაცსა
სასროიანის გვარისა
დღეზე ერჩივნა ფიქრია
არა ეფიქრა ხვალისა
ბუქიამ კითხა ვინა ხარ
რადა მესტუმრე მაცანო
თუ ცუდი მიკეთებია
ეგეც ბოლომდე მაცანო
მაგრამა შებრალებას გთხოვ 
ცოლი და შვილი მახლია
მე მომკალ მაგრამ ამათსა
გთხოვ დაუტოვე სახლია
გთხოვ არ უწიო ბავშვებსა
სიკვდილი მოსწრაფებული
მე ჩამდე მარტო საფლავში
ცას იქნებ მომადლებული
ვეფხიას ძლიერ უკვირდა
თუ რად მთხოვს შებრალებასა
არაკაცს ჩემთვის ცუდობა
აროდეს გაუბედავსა
ფიქრში ჩავარდა ვაჯკაცი
რათომ სთხოვს შებრალებასა
ალბათ ბევრ ცუდის მქნელია
ცუდს იმსახურებს ქებასა
იქნებ ბევრს ოჯახს მოაჭრა
მარჯვენა მამის სახითა
და დააობლა ბალღები
თავს ამახსოვრებს ხანჯლითა
იქნებ არ იყოს გაზრდილი
მკვლელადა მაოხრებლადა
ვინმესი მართებს ვალია
აქ მიტომ არს მცხოვრებლადა
ან იქნებ კაი კაცია
და მე ვგონივარ ბადრაგი
თავის გაწირვა ურჩევნავ
ცოლ-შვილს უნახოს სახლ-კარი
ფიქრს ჯობსა შევეკითხები
ვერას გავიგებ ჩემთვინა
სულაცა არ მოვსულიყავ 
ტყე-გრეში ყოფნა მერჩივნა.
ჰკითხა თუ რატომ სწირავდა
თავისი თავის მგმობელი
თუ რად სწყუროდა სიკვდილი
სამი ვაჯკაცის მფლობელი
ბუქიას უშნო სახეზე
ფერი მოვიდა კაცისა
მიხვდა რომ კაცი სტუმარი
მოსულ არ იყო ხალხისგან
იცრუა როგორც ყოველთვის
უთხრა მეგონე ყაჩაღი
მე ბრძოლა არ შემიძლიან
თუმც ხელს მეჭიროს ნაჯახი
ვეფხიას გული უბრუნდა
კაცსა შეხედა კაცურად
გადაეხვივნენ ერთმანეთს
თბილადა, მამაკაცურად
სტუმარმა სთხოვა ბუქიას
ღამის გათევა მნებავსო
ერთ სახლ შევნიშნე ამ კლდესა
შემიფარე თუ გნებავსო
ბუქიას რა დარჩენოდა
დასთახმდა სტუმარს ვაჯკაცსა
მაინც შიშ ჰქონდა სტუმარის
ვერ მორჩა ძლიერ კანკალსა
ცოლსა უბრძანა დარიას 
გამასპინძლება სტუმრისა
თვითონ კი ლაღად ჩამოჯდნენ
გვერდსა გიზგიზა ბუხრისა
ბუქიამ ჰკითხა თუ რად ხარ
მოსიარულე ტყე-ღრესა
ღამე ცის ქვეშა ათენებ
რატომ იპუჭებ გვერდებსა
-მე შვილი უსინათლო მყავს
ყველას ვუსრულებ სურვილსა
დაბადებიდან ეგრე მყავს
ალბათ სხვის სკდება შურითა
გავიგე მთასა ამასა
ყოფილა ვინმე კაცია
ვისაც წამალი ჰქონია
რომ გამიკურნოს ვაჯია
ნეტავი მას მოვსწრებოდე
შვილი ხედავდეს თვალშია
მის მერე არას ვინატრებ 
არ გამოვჩნდები ხალხშია
წავალ მთის წვერზე ვიცხოვრებ
ბინას დავიდებ უბრალოს
ყოველდღე ლოცვას დავუთმობ
"წმინდა ხარ წმინდა უფალო"
ბუქიას უცებ ეკვირვა 
მან იგრძნო სინალულია
რამდენი ბავშვი დატოვა
უმამო გულ-მოკლულია
ფიქრში ჩავარდა ბუქია
ინანა მან საქციელნი
თუ რად დატოვა მრავალნი
უმამოდ,მარტო მშიერნი
თავის თავს უწყო გაკიცხვა
გული უთრდოდა ცოდვილსა
რად არ გამოჰყვა ქცევები
თვისი გამზრდელი მშობლისა
გამოსწორებას ლამობდა
წარსულის საქციელების
ცოდვას რომ მიხვდა დაეტყო
გულს გრძნობა მადლიერების
ვეფხიას ძმობა შეჰფიცა
ხელის გაწვდომას სთავაზობს
მაგეთ საქმეზე ძმაკაცო
არავინ არვის ღალატობს
სტუმარს გულს თაფლად მოედო
მასპინძლის გვერდში დგომაო
აქამდის გვერდში დგომისა
არვის ქონია ნებაო.
დაგამდა მთვარე გამოჩნდა
გვერძე ჰყავს ვარსკვლავებია
ესე ლაღადა რომ სცხოვრობს
მას ძლიერ გამართლებია
სიო არხევდა ნადზვნარებს
ცხოვრება მაინც ჩნდებოდა
ღამე ბოროტსა რა უნდა
ბოროტი დღესა ხდებოდა.
დილა გათენდა საამო
სტუმარი არ ამდგარიყო
ბუქია ლამობს კიდევაც
სტუმარი ძილს ამცდარიყო
ადგენ ორთავნი ძმაკაცნი 
საუზმეს ძლიერ ჩქარობენ
დარიას დამცხვარ ჭადებსა
ორთავ გულითა ლამობენ
ბუქიამ უთხრა სტუმარსა
შევუდგეთ საქმეს კეთილსა
მოვძებნოთ კაცი საჭირო
ამას ვაკეთებ შენთვისა
ვაჯკაც გაკურნე, მხედველი
მარტო შავისა,ბნელისა
და დაანახე სამყარო
ყოველგვარ ცუდის მქნელისა
წავიდნენ ბევრი იარეს 
მიადგენ ერთსა სალს კლდესა
თვალი ვერ მოჰკრეს ვერაპერს
ვერც ბუჩქსა და ვერცა ხესა
სასწაულ იყო ადგილსა
მთის წვერზე იდგა ვაჯკაცი
ტანთ ეცვა თეთრი პერანგი
ქვეყნის გვეგონა თავკაცი
მივედით კაცსა მნათობსა
დავითნი ეპყრა ხელსაო
შეგვნიშნა კაცნი მავალნი
ბილიკზე მასკენ მსვლელსაო
ვეფხიამ კაცსა უამბო 
თავისი შვილის ამბავი
უთხრა რომ დასჭირებია
განკურნებელი წამალი
თურმე ეს კაცი ყოფილა 
ვისაც წამალი ჰქონოდა
ვისაც შეეძლო განკურვნა
მისი შვილისა მხოლოდა
კაცმა მყისვ მისცა წამალი
კეთილი საქმის მდომელსა
უთხრა თვალებში აწვეთე
და სინათლესა ჰპოვებსა
ვეფხიას უთხრა შენ წადი
წამალ წაიგე სახლშია
რაც გითხარ ის გააკეთე 
შვილ გაახედე თვალშია
ბუქიას ძმობას არ გირჩევ 
სანდო არ არის ,ავია
ამის წყალობით ოჯახებს
მარჯვენა აღარ აბიათ
ვეფხიას ძლიერ ეწყინა 
ძმად ჰყავდა ავაზაკია
არ გავიცანი,ძმადა მყავს
ეს ძლიერ დასაძრახია.
ფუთი მარილის ჭამაო
სჭირდება კაცის ცნობასა
მერე დაადგენ თუ კაცი
გაგიწევს შენა ძმობასა
გულ დაწყვეტილი ვეფხია 
სახლისკენ გზასა გაუდგა
წამალი თანა მოჰქონდა
გულში ნაღველი ჩაუდგა
მივიდა ბავშვი განჰკურნა
თვალში ჩაუდგა ნათელი
წავიდა ღვთისა ტაძარსა 
სამი დაანთო სანთელი.
ბუქიას ამბავს გიამბობთ
რაც მას გადახდა იმ კაცთან
მან კაცმა თვალ აუხილა
რა გააკეტა მან ხალხთან
ყველა უამბო მას ცუდი
რაცა ოდესმე უქნია
ზუსტად რაც მოხდა მას ამბობს
ძლიერ გაჰკვირდა ბუქია
ამდენი ცუდი რომ ესმის 
თანაც თავისი ქმნილია
თვალებს აცეცებს უაზროთ
კაცს ეგონება გიჟია.
მიწას მუხლებით დაეყრდნო
ხელები ცას მიაწვდინა
მადლობდა რომე ამ კაცმა
თვის ცოდვას ჩააწვდინა
მიხვდა რომ კაცი ნათელი
ამქვეყნიური არ იყო
თორემ ამ სალსა კლდესა 
მარტო რად უნდა მდგარიყო?
სთხოვა პასუხის გაცემა
რა უნდა ექნა აწია
მთელი ცხოვრება ვილოცებ
მეგზურ მექნება ხატია
მან კაცმა უთხრა ბუქიავ 
მოშორდი შენსა სახლ-კარსა
სახლი დაიდე მთის წვერზე 
სადაც ილოცებ მრავალსა
ილოცე ოღონდ გულითა 
მარტო სიტყვები არ გარგებს
მთელი ცხოვრება დაჰყავი
და შენ უფალი მოგმადლებს
შენსა ცოდვებსა მიიღებს
იქნებ გაგწმინდოს სრულადა
სამოთხის კარსა შეაღებ
ოჯახს იქ ნახავ სრულადა
ეხლა კი ოჯახ უნდ დათმო
უნდა იცხოვრონ თვისთვინა
შენ კი ლოცვის დროს გახსოვდეს
ცოტაც ილოცე სხვისთვინა
დასთანხმდა კაცსა ბუქია
სინათლე ჰპოვა გულშია
ძლიერ მოსწყურდა სამოთხე
წავიდა ქვეყნის გულშია
დასტოვა თავის ოჯახი 
შვილებ დატოვა ობლადა
თავისა თავში ფიქრობდა
არ ვარგებულვარ მშობლადა
ადგილს მივიდა ისეთსა
სხვას არ დაუდგამს ფეხია
ერთი კაც იყო ვინც მასთან
ახლოს მივიდა-ვეფხია...



                           გ.ლანჩავა 
ლექსები |  ნანახია: 811 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 5.0/3 | კომენტარი (7)

ვინც მართალია მას ამტყუნებენ
ვინც ცოცხალია იმას მარხავენ 
მკვდარსა საფლავში არ აყუდებენ
ბოროტებაში ერთურთს ბაძავენ
რამ გადაგრიათ,გაგაბოროტათ
რატომ ხართ სხვებზე გაბრაზებული
უსაქმურობამ განაპირობა
თქვენში ბოროტი დატყვევებული
ხალხი თქვენა ხართ
და ხალხს რად ერჩით
ერი თქვენა ხართ
და თქვენ თავს ერჩით
მოდი ვიზრუნოთ საკუთარ თავზე
ბევრი ვიშრომოთ გავხდეთ მართლები
მოდი ვილოცოთ ყველასთვის ხატზე
და იმქვეყნადაც ჩვენ გავმართლდებით!!!
                        გ.ლანჩავა

ლექსები |  ნანახია: 1047 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარი (2)

გადარგული ვარ მეც ჩემს მხარიდან 
როგორც ატმის ხე სხვა გარემოში
წარმოშობით ვარ ტურფა მხარიდან
მე იქ ვცხოვრობდი დიდ სამეფოში
დიდმა ჭირმა და დიდმა ვარამმა 
ვერ დამიამა სამშობლოს ნდომა
ჩემმა ეზომ და ჩემმა სახლკარმა
დამწყევლა და მომისაჯა კვდობა
თუ,რად გავცილდი,მარტო დავტოვე
როგორც მწვერვალზე ხეა დარგული
ცხოვრების წლები მე იქ დავტოვე
რად ვარ ამქვენყად ასე ჩაგრული
მე შენ არასდროს დამავიწყდები
შენგან წასულნი ყველა ფიქრშია
შენგან ასე შორს რად გავიბენით
ჩვენ რაც გვწყურია ქუთაისია...!!!


                               
                             გ.ლანჩავა
ლექსები |  ნანახია: 2133 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 4.7/7 | კომენტარი (15)

ნისლი ჩამოწვა მთაზედა
პიქრი მაწუხებს ქალზედა
ხელი მივიდე გულზედა
ცრემლი მომაწვა თვალზედა

მე დავიფიცე ხატზედა
არ ფიქრი სხვისა ქალზედა
არცა შეხება მკლავზედა
და არც გრძნობები მასზედა

ამას ვასრულებ მგონია
სხვის გრძნობა არა მქონია
არც სხვა მყოლია ცოლია
ასეთი ბედი მქონია

მთის წვერზე ავალ დავჯდები
უფსკრულში გადავვარდები
უნდა დავკრიპო ვარდები
მემგონი მიწას ვბარდები.
           გ.ლანჩავა

ლექსები |  ნანახია: 2642 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 4.8/8 | კომენტარი (6)

ღმერთო შეგვინდე ცოდვანი
ხალხს ერთმანეთის ხოცვანი
გულით კითხულნი ლოცვანი
ახლა არს ძლიერ ცოტანნი

ღმერთო მოგვეცი ჩვენ ძალა
სულით მოვიდეთ თქვენთანა
ჩვენ სიძულვილი გვეკრძალა
რომ ახლოს ვიყოთ ღმერთთანა

ჯვარსა ვემთხვევით გულითა
და ავმაღლდებით სულითა
გარეთ გავალთ და შურითა
ხალხსა ავიკლებთ კრულვითა

ლოცვა არს სათაყვანები
ჰბასრობნ სულიერ მამები
რეკავს სიწმინდის ზარები
ჩვენ სულითა ვართ მხდალები




                    გ.ლანჩავა


ლექსები |  ნანახია: 1272 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 5.0/4 | კომენტარი (2)

შენ მოლოდინში გული უფრო გამალებით ცემდა
დაღლილი მონატრება ამთქნარებდა,თვლემდა
როიალზე უკრავდი,მღეროდი და ქვითინებდი გხედავდი
მაგრამ თურმე შენს თავს სიზმარშიც ვერ ვხედავდი
შენგან გულჩათხრობილს ნათელი მებნელებოდა
შენგან მოშორებით ყოფნა მეძნელებოდა
მაინც რად მომექცა ცხოვრება უსამართლოდ
წახვედი დამტოვე უსიტყვოდ, უკამათოდ
მე ისღა დამრჩენია ვიქექო წარსულში
და ის დრო გავიხსენო ჩვენ რო ვართ ზაფხულში
წარსულში ვიქნები მუდამ და ყოველთვის
რადგან მომავალში უშენობა მომელის
ღმერთო!რად მომივლინე ცხოვრება ასეთი?
ან რა დავაშავე ამქვეყნად მასეთი?
სათხოვრად მოვდივარ,გრუბლებს მოვყავარ
მე ის დამიბრუნე რომ უთხრა მიყვარხარ!
ჩემო შემოქმედო მითხოვნია სიყვარული
ნუთუ არ გაგაჩნიათ არავის სიბრალული
სიყვარულს ვითხოვ სიძულვილს კი არა 
ფხიზელი აგარ მინდა ამივსეთ ფიალა!!!
              გ.ლანჩავა

ლექსები |  ნანახია: 1525 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 5.0/6 | კომენტარი (8)

ამ ლამაზ ცხოვრებას,პატარა ვიყავ რო შევემატე
ვფიქრობ ცუდათ და გამწარებით არავის მოვქცევივარ
კარგი სახელი დამრჩენოდა მე ამას შევეცადე
ჩემო ცხოვრებავ ლაღი და მშვიდი არასდროს მგონებიხარ.
ყოველდღე იმის ფიქრში ვიყავი,უცებ შორს რო გამერბინა
და ეს წუთისოელი უმოკლეს ვადებში ჩამერბინა
სადმე წყვდიადში ბინა დამედო,დამეძინა
და ჩემი სხეული,დატანჯული უკვალოდ გამერინდა.
რა იცი იქნებ დღესვე მოვიდეს სიკვდილის ეტლი
და გამაქანოს საუკუნოდ უფსკრულში,ბნელში
იქნებ ჩემ ძმაკაცს მე ჩავაკვდე სისხლიან ხელში
ჩამსვან მიწაში და საბოლოო, დამადონ ბელტი.
ნეტავ რამდენხანს ემახსოვრებათ ჩემი ტკბილი ხმა
ნეტავ რამდენხანს ეჭირებათ სურათი ხელში
მე იმასა გთხოვთ,გამაგებინეთ თქვენი ლოცვის ხმა
იქნებ მეღირსოს იმქვეყნად ყოფნა მე სამოთხეში.
                                        გ.ლანჩავა

ლექსები |  ნანახია: 15385 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 4.7/71 | კომენტარი (46)

ვაშლს ჩაკბიჩავ,ჭიაყელა ამოგიყოფს თავსაო
შეხედავ და მისი შიშით ვერ გაიღებ ხმასაო
ამ საცოდავ ჭიაყელას დაანახებ სხვასაო
ის კი ზიზღით გეტყვის რას მანახებ რასაოოო?!
მერე რა რომ შენ ვაშლში დაუდია ბინა
ამ ბინისთვის ჭიაყელას გადუხდია ქირა
მასაც კი ყავს ოჯახი და ღამღამობით ძინავს
აუ ნეტა დამანახა ძილში როგორ ხვრინავს....


                         გ.ლანჩავა
ლექსები |  ნანახია: 1925 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 4.6/10 | კომენტარი (17)

ოხ რა ხალხი მოევლინა ქართულ მხარეს
ნეტავ რა აქვთ ამ უტვინო თავში ქალებს
სულ დაკარგა ქართველობა ყველა მხარემ
სტუმრად მიხვალ მოგიჯახუნებენ კარებს
აღარ ახსოვთ წინაპრები თუ ვინ გვყავდა
ძველნი,ღვინოს სადღეგრძელოს შემდეგ სვამდა
ოხ რა კარგი,სანატრელი ხალხი გვყავდა
ილიას დროს საქართველო ფეხზე დადგა.
თანატოლებს აგარ დააინტერესებთ წიგნი
ყველას ლექშიც გინებზე რომ აქვს ფიქრი
კლუბში ყოფნა არის მათთვის დიდი ლხინი
ეს რა არი რა ხალხია შემოჭრილი

                       გ.ლანჩავა
ლექსები |  ნანახია: 981 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარი (1)

მე შენ მიყვარხარ ისე
როგორ იას ზაფხულის მოსვლა
შენ გამახსენდი მყისვე 
როცა დავიწყე ლოცვა
* * * * * *
ოხ როგორ ძლიერ მიყვარს შენი თვალების მზერა
არასდროს მომბეზრდება შენზე ყურება,ცქერა
ვენაცვალები იმას ვინაც სხეულში სული ჩაგბერა
ნეტავ ესეთი სამოთხე როგორ გაგზარდა გამზრდელმა
შენ გამზრდელს ვენაცვალები ვინაც შეგწირა სიცოცხლე
შენ არ გაკლია ზრდილობა,პატიო
ობა,სიკოხტე 
რაც შენ გამზრდელმა ჩაგძახა,მას ამოსძახებ პირიდან
ეს შენ მ
ობელზე მეტყველებს ის ხომ ქართველად ქმნილია
გულიდანაა სიტყვები შენ არ გეგონოს რითმიდან
დაიმახსოვრე ცხოვრებავ ვერ გამექცევი ფიქრიდან!!!
                                  გ.ლანჩავა

ლექსები |  ნანახია: 1015 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 5.0/4 | კომენტარი (5)

ოხ რა ძნელია თურმე შენთან სიშორე
დასაწყნარებლად ამის წამალი ვერსად ვიშოვე
იმ წამს მეგონა თითქოს დაგკარგე ცხოვრება
არ შემიძლია უშენო დატანჯული ცხოვრება
დაგინახე და შენ კვალს ავედევნე სევდიანი
მე ვერ ვიგრძენი ავი როგორც შენიანი
დაგეწიე და სჰენსკენ მზერა მოვაშურე
მაშინ მივხდი შენან ყოფნა როგორ მომაწყურე
თვალებს შევხედე მომაკვდინებელს შენსას
მომინდა მოფერება და ჩახუტება შენთან
რო დავრწმუნდი თუ რა ძნელია შენ გარეშე
და რა მომივა უნებლიედ ჩემ გულს რომ გაექცე

                        გ.ლანჩავა
ლექსები |  ნანახია: 1561 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 4.0/2 | კომენტარი (4)

ძაან ლამაზი დგეა
მიყვარხარ ჩემო თეა
ზაფხულის ლაგი თვეა
ეს სიყვარული მხნეა
ზაფხულში დიდია დგენი
როგორც ეგ გული მთელი
მიყვარს თვალები შენი
და მეტყველება ბრძენი


                      გ.ლანჩავა 




ლექსები |  ნანახია: 907 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 4.0/1 | კომენტარი (7)

მე გული დამწყდა ჩემ საქციელზე
უცებ თვალებში შენ გამიელვე
უცებ მეწყინა მე შენი წასვლა
და თვალებიდან ცრემლები წამსკდა.

                 გ.ლანჩავა
ლექსები |  ნანახია: 962 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 5.0/3 | კომენტარი (1)

სულ თვალწინ მიდგას ეგ შენი სახე
არავინ სცადოს დაგვიგოს მახე
ჩვენი სიშორე ძალზედ ძნელია
შორს მაშინა ვართ როცა ბნელია
ჩემი ოცნება ძაან დიდია
ეს ყველაფერი ბეწვის ხიდია
ამ ხიდის გავლა ჩვენი ვალია
ჩვენი სიშორე ჩვენი ბრალია.

                       გ.ლანჩავა
ლექსები |  ნანახია: 845 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

შენ ჩემ სიცოცხლედ მაშინ იქეცი
როცა მე სრულად კაცად ვიქეცი
შენ გნატრულობდი როცა არმყავდი
და თეთრ ფურცელზე შენს თავს ვხატავდი
შენ რომ დაგკარგო გულიც გაქრება
იმედის კვალი სულ მთლად ჩაქრება
ეს ჩემტვის დიდხანს არ გაგრძელდება
და ეს სამყარო მთლად დაბნელდება

             გ.ლანჩავა
ლექსები |  ნანახია: 768 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ერთხელ გაჩნდები ამ ქვეყანაზე
ცხოვრების არსი ვერ შევაფასე
რისთვის მოდიხარ ის შენ არ იცი
მე რისთვის წავალ ეგ მაინც ვიცი.
ჩემი ცხოვრება ძალზედ რთულია
და ეს სირთულე ვერ გამიგია
დადგება დრო და გადავაბიჯებ
წუთისოფლის კარს გადავალაჯებ
იქნებ იმქვეყნად იყოს მართალი
აქ ვერ ვიპოვე მე სამართალი


                           გ.ლანჩავა
ლექსები |  ნანახია: 2092 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 4.0/5 | კომენტარი (0)

მზე რომ მთარეს შეეჯახოს
რა მოხდება ნეტავ?
სამყარო რომ გაანათოს
რა მოგვივა ნეტავ ?
მერე ბნელი აგვაფაროს
გამოვჩნდები
ნეტავ?
ვარდმოფენილ სასაფლაოს
ვეღირსებით ნეტავ?
არ ვაფასებთ სააქაოს,
დავაფასებთ ნეტავ?
დასასრული ამ სამყაროს 
ეწყინებათ ნეტავ?

                          გ.ლანჩავა

ლექსები |  ნანახია: 997 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 4.5/2 | კომენტარი (3)

ხალხმა შეგარქვა დიდი ილია
ეს საქართველო შენი შვილია
რაც გააკეთე ჩვენთვის, ძვირია
აქ სულის საქმე შენი ქმნილია
მაფიქრებს შენი თვალები ბრძენი
დამწერლობა გვაქ ქართველებს ძველი
შენ საქართველოს აჩუქე დღენი
შენ არ ისურვე ტახტ-სავარძელი
მოშორებული იყავ სამშობლოს
ღმერთმა სადაც ხარ კარგად გამყოფოს
ნეტავ ქართველმა ისევ წარმოგშოს
და საქართველოს ჭირი აშოროს


                               გ.ლანჩავა
ლექსები |  ნანახია: 7741 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 4.6/53 | კომენტარი (22)

ამქვეყნად თურმე ჩემთვის
უამრავი რამ მეთქმის
ისე ვაკეთებ ჩემთვის
ეს გული როგორც მეტყვის
სულ ბოროტებას ვებრძვი 
საშველი არ ჩანს ჩემთვის 
საშველი არის ჩემთვის
ბედკეთილობა ქვეყნის
ამ სანატრელი ქვეყნის
ამ უთავბოლო ერის
ისე როგორც არს ჩემთვის
ნატვრა არს ყველა ბერის
გამოსწორება ერის
და გადარჩენა ქვეყნის
რაც კი მადლი გვაქ გმერთის
გამოვიყენოტ ჩვენთვის
ისე ვიქცევი ჩემთვის 
ეს გული როგორც მეტყვის.



                         გ.ლანჩავა





ლექსები |  ნანახია: 987 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 3.7/3 | კომენტარი (2)

ღუბელნი ცას არ გაკარებიან
ცის კამარაზე ცხრათვალე მზეა
თურმე რა ძლიერ მომნატრებია
ჩემს გულში წვიმს დღეს ზვირფასო თეა

როცა ერთად ვართ გამოიდარებს
მაშინ ჩემსთვისაც მზიანი დღეა
მაშინღა გაშლის სული იალქნებს
და გაიხარებს ეს გული თეა

აგვისტო მოვა მალე ძალიან
მარიამობის სპეტაკი თვეა
როგორ მაგონებ წმინდა მარიამს
როგორ მიყვარხარ თუ იცი თეა?


                         გ.ლანჩავა
ლექსები |  ნანახია: 1187 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 5.0/2 | კომენტარი (4)

აბა გულს შეეკითხე
რომ გიპასუხოს სხარტად
და მერე შენ თავს კითხე
თუ ვინ გაქცია ქალად
ვინ გაგრძნობინა პირველ
შენი ღირსება დიდი
ამ ლექსის გულიტ მკიტხველს
განწყობა ექმნის მშვიდი
იასამანსა გავხარ
სურნელი შენ გაქ ტკბილი
შენ ერთი ქალი მყავხარ
ვისგან ვინატრე შვილი
ვიცი მოფრთხელა გინდა
არ ვაწყენინოთ შენ გულს
შენ დააფასე წმინდა
სახლი რომ მისცე შენ სულს
მე ძლიერ მომწონს შენში
შენივალების სიბრნე
ძლიერ მაკვირვებს ჩვენ
ამ სიყვარულის სიგრძე
შენ გჩუქნი მე ემს სიცოცხლეს
გთხოვ მოუფრთხილდი მარად
გააჩენ ჩემთვის ახალ სიცოცხლეს 
რომ არ დამკარგო გვარად
ნეტა რომ გავა წლები 
შენ ჩემი ისევ იქნები?
ნეტავ ეხლა რას შვები
შენი მაწუხებს პიქრები.
ამემ გაქუსლა დადგა ნათელი
შენზე მომფიქრალს არ ჩამეძინა
ღამე ავანტე შენთვის სანთელი
რომ დამშვიდებულს შენ გაგეღვიძა.
                        გ.ლანჩავა

ლექსები |  ნანახია: 1808 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 4.6/7 | კომენტარი (7)

შენ ერთს გიყურებ როგორც სანატრელს
და შენ მემგონი ამას მამადლებ
ხელები ფაქიზად მიიდე გულზე
და შენ მიხვდები რომ ვსკდები გულზე
რაც შემეშალა უნდა მასწავლო
და არა ეგრე მთლად გამაწამო
ვიცი რომ გული ეხლა ფართხალებს
ნუ დავაჩქარებტ ჩვენტვის საფლავებს
ახედე გრძნობებს თუ რა დიდია
შენს გარდა ყველა დიდად მკიდია
ეს ათასჯერ მაქვს უკვე ნათქვამი
დედას ვფიცავარ არის მართალი
პატარ-პატარა რამეზე ჩხუბი
ეს ჩვენთვის არის ძალიან ცუდი
რატომ ხარ ეგრე გიშავებ რამეს?
ნუ დამანაგვლებ ამ ლამაზ ღამეს.
                             
                               გ.ლანჩავა
ლექსები |  ნანახია: 1566 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 5.0/2 | კომენტარი (4)

ნახე ვარსკვლავი ცის კამარაზე
აიი, რომ მოსჩანს სულ პატარაზე
რა ლამაზია ეს ღამე მშვიდი
ღამე განწყობა მაქ მარტო მშვიდი
ჩიტებსაც კი მოუხუჭავთ თვალი
ეძინებოდათ,არ არის მათი ბრალი
მთვარეს შევყურებ მე სევდიანი
მთვარე მგონია მსხვილ ფიქრიანი
თითქოს არავინ მას არ აწუხებს 
არც ის ეხება არავის ცუდათ
მაგრამ მას სხვისი ბედი აწუხებს
ვარსკვლავებს მისი მეფობა სურდათ
რა ლამაზია სიჩუმე ქვეყნის
ამ ხალხის ცუდი მე რომ არ მესმის
ნეტავ ცას იყოს სრულიად ბნელი
მე ამას მთელი ცხოვრება ველი
წამოწოლილი მე ცას გავცქერი
და იქ მოხვედრას მე გულით ველი.
რატომ არ მოსწონთ ეს ამე ბნელი
დღეზე უმეტეს სიკეთ ის მქნელი.

                                              გ.ლანჩავა


ლექსები |  ნანახია: 1465 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 5.0/4 | კომენტარი (5)

ჩვენი სამშობლო არის
ღმრთისგან დაცული ფარით
ვამაყობ ყველა მხარით,
ქართველთა დიდი ძალით.
ჩვენი ერთობის სახით
ჩვენ არ დავკარგეთ სახლი 
არ მოგვიხუჭავს თვალი
როცა გმინავდა ხმალი
ყველა ქართველი ქალიც
თვით პატრიოტი არი
როგორც ქართველი კაცი
ისე ბრდზოლობდა ქალი
ქართველს ერთობის გრძნობა 
არ დაუკარგავს მაშინ
როცა სუყველა გრძნობდა
რომ მტერი იყო გზაში.
 

                   გ.ლანჩავა

ლექსები |  ნანახია: 2678 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 4.5/6 | კომენტარი (7)

 
  ხომ იცი როგორ მიყვარს ეგ ვნებიანი კოცნა,
  ხომ იცი როგორ მიყვარს ხატის წინ შენზე ლოცვა,
  ხომ იცი როგორ მიყვარს ეგ ცხელი სუნთქვა შენი,
  ხომ იცი როგორ მიყვარს შენი თვალები ბრძენი,
  ხომ იცი როგორ მიყვარს შენი ალერსი თბილი,
  ხომ იცი როგორ მიყვარს შენი ტუჩები ტკბილი,
  ხომ იცი როგორ მიყვარს მოყვასი ყველა შენი,
  ხომ იცი როგორ მიყვარს მე სიყვარული ვრცელი,
  ხომ იცი როგორ მიყვარს ეს ჩვენი ყოფნა ერთად ,
  ხომ იცი როგორ მიყვარს შენ რომ მიგიჩნევ გმერთად,
  ხომ იცი როგორ მიყვარს არდაზარება შენთვის,
  ხომ იცი როგორ მიყვარს ეს ყველაფერი ჩვენთვის.

 

                                                  გ.ლანჩავა


ლექსები |  ნანახია: 6721 | ჩატვირთულია: 0 |  დაამატა: lanchava |  რეიტინგი: 4.7/23 | კომენტარი (38)

შესვლის ფორმა

თქვენ არ ხართ საიტის წევრი, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია რათა გქონდეთ მაქსიმალური შესაძლებლობები! 

         

ძებნა
საიტის მეგობრები