სამშაბათი, 2017-11-21, 3:03 PM | RSS
Leqsebi
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
ლექსები [29]
ჩვენი გამოკითხვა
როგორი ლექსებია ?
სულ პასუხი: 2159

G.LaNcHaVa


მთავარი » ფაილები » ლექსები

ვეფხიას და ბუქიას ამბავი

[ სერვერიდან გადმოტვირთვა () · გადმოწერა წაშლილია() · სქრინი ]

2009-03-08, 12:52 PM
კაცი წოდებულ ვეფხიად
ერთ უცნაური კაცია
შავი ცილინდრი ახურავს
შავი ნაბადი აცვია
უბრალოდ იცვამს მუდამა
ვერ არის დასანახია
მდიდარს არა ჰგავს
რაც დიდად დასანანია
მის ფიქრში მუდამ ტრიალებს
სიკეთე სთესოს ყველასთან
ამას ბოლომდე ასრულებს 
მაგრამ ცუდია ყველგანა
მართალი კაცი ამ დროში
არაგზით არა ფასდება
მუდამ სიკეთე აკეთო
ეს მხოლოდ ცას დაფასდება
მაგრამ ეს ჩვენი ვეფხია
თავის თავშია მართალი
გზაზე შეხვდება მშიერი
მზად არს გაუყოს საგზალი.
ერთხელ მივიდა მთაზედა
ნახა პატარა სახლია
მასპინძელს შამაუძახა
ამცნო-არავინ მახლია
კარი გაუღეს ვეფხიას
შეიპატიჯეს სახლშია
მასპინძლის ცუდი სახელი
გავარდნილიყო ხალხშია
არც ქონდა დიდი სახელი 
ძნელადა დასახსომები
კარგი მამისა შვილ იყო
მაგრამ რჯულ იყო სომეხი
ბუქია ერქვა ამ კაცსა
სასროიანის გვარისა
დღეზე ერჩივნა ფიქრია
არა ეფიქრა ხვალისა
ბუქიამ კითხა ვინა ხარ
რადა მესტუმრე მაცანო
თუ ცუდი მიკეთებია
ეგეც ბოლომდე მაცანო
მაგრამა შებრალებას გთხოვ 
ცოლი და შვილი მახლია
მე მომკალ მაგრამ ამათსა
გთხოვ დაუტოვე სახლია
გთხოვ არ უწიო ბავშვებსა
სიკვდილი მოსწრაფებული
მე ჩამდე მარტო საფლავში
ცას იქნებ მომადლებული
ვეფხიას ძლიერ უკვირდა
თუ რად მთხოვს შებრალებასა
არაკაცს ჩემთვის ცუდობა
აროდეს გაუბედავსა
ფიქრში ჩავარდა ვაჯკაცი
რათომ სთხოვს შებრალებასა
ალბათ ბევრ ცუდის მქნელია
ცუდს იმსახურებს ქებასა
იქნებ ბევრს ოჯახს მოაჭრა
მარჯვენა მამის სახითა
და დააობლა ბალღები
თავს ამახსოვრებს ხანჯლითა
იქნებ არ იყოს გაზრდილი
მკვლელადა მაოხრებლადა
ვინმესი მართებს ვალია
აქ მიტომ არს მცხოვრებლადა
ან იქნებ კაი კაცია
და მე ვგონივარ ბადრაგი
თავის გაწირვა ურჩევნავ
ცოლ-შვილს უნახოს სახლ-კარი
ფიქრს ჯობსა შევეკითხები
ვერას გავიგებ ჩემთვინა
სულაცა არ მოვსულიყავ 
ტყე-გრეში ყოფნა მერჩივნა.
ჰკითხა თუ რატომ სწირავდა
თავისი თავის მგმობელი
თუ რად სწყუროდა სიკვდილი
სამი ვაჯკაცის მფლობელი
ბუქიას უშნო სახეზე
ფერი მოვიდა კაცისა
მიხვდა რომ კაცი სტუმარი
მოსულ არ იყო ხალხისგან
იცრუა როგორც ყოველთვის
უთხრა მეგონე ყაჩაღი
მე ბრძოლა არ შემიძლიან
თუმც ხელს მეჭიროს ნაჯახი
ვეფხიას გული უბრუნდა
კაცსა შეხედა კაცურად
გადაეხვივნენ ერთმანეთს
თბილადა, მამაკაცურად
სტუმარმა სთხოვა ბუქიას
ღამის გათევა მნებავსო
ერთ სახლ შევნიშნე ამ კლდესა
შემიფარე თუ გნებავსო
ბუქიას რა დარჩენოდა
დასთახმდა სტუმარს ვაჯკაცსა
მაინც შიშ ჰქონდა სტუმარის
ვერ მორჩა ძლიერ კანკალსა
ცოლსა უბრძანა დარიას 
გამასპინძლება სტუმრისა
თვითონ კი ლაღად ჩამოჯდნენ
გვერდსა გიზგიზა ბუხრისა
ბუქიამ ჰკითხა თუ რად ხარ
მოსიარულე ტყე-ღრესა
ღამე ცის ქვეშა ათენებ
რატომ იპუჭებ გვერდებსა
-მე შვილი უსინათლო მყავს
ყველას ვუსრულებ სურვილსა
დაბადებიდან ეგრე მყავს
ალბათ სხვის სკდება შურითა
გავიგე მთასა ამასა
ყოფილა ვინმე კაცია
ვისაც წამალი ჰქონია
რომ გამიკურნოს ვაჯია
ნეტავი მას მოვსწრებოდე
შვილი ხედავდეს თვალშია
მის მერე არას ვინატრებ 
არ გამოვჩნდები ხალხშია
წავალ მთის წვერზე ვიცხოვრებ
ბინას დავიდებ უბრალოს
ყოველდღე ლოცვას დავუთმობ
"წმინდა ხარ წმინდა უფალო"
ბუქიას უცებ ეკვირვა 
მან იგრძნო სინალულია
რამდენი ბავშვი დატოვა
უმამო გულ-მოკლულია
ფიქრში ჩავარდა ბუქია
ინანა მან საქციელნი
თუ რად დატოვა მრავალნი
უმამოდ,მარტო მშიერნი
თავის თავს უწყო გაკიცხვა
გული უთრდოდა ცოდვილსა
რად არ გამოჰყვა ქცევები
თვისი გამზრდელი მშობლისა
გამოსწორებას ლამობდა
წარსულის საქციელების
ცოდვას რომ მიხვდა დაეტყო
გულს გრძნობა მადლიერების
ვეფხიას ძმობა შეჰფიცა
ხელის გაწვდომას სთავაზობს
მაგეთ საქმეზე ძმაკაცო
არავინ არვის ღალატობს
სტუმარს გულს თაფლად მოედო
მასპინძლის გვერდში დგომაო
აქამდის გვერდში დგომისა
არვის ქონია ნებაო.
დაგამდა მთვარე გამოჩნდა
გვერძე ჰყავს ვარსკვლავებია
ესე ლაღადა რომ სცხოვრობს
მას ძლიერ გამართლებია
სიო არხევდა ნადზვნარებს
ცხოვრება მაინც ჩნდებოდა
ღამე ბოროტსა რა უნდა
ბოროტი დღესა ხდებოდა.
დილა გათენდა საამო
სტუმარი არ ამდგარიყო
ბუქია ლამობს კიდევაც
სტუმარი ძილს ამცდარიყო
ადგენ ორთავნი ძმაკაცნი 
საუზმეს ძლიერ ჩქარობენ
დარიას დამცხვარ ჭადებსა
ორთავ გულითა ლამობენ
ბუქიამ უთხრა სტუმარსა
შევუდგეთ საქმეს კეთილსა
მოვძებნოთ კაცი საჭირო
ამას ვაკეთებ შენთვისა
ვაჯკაც გაკურნე, მხედველი
მარტო შავისა,ბნელისა
და დაანახე სამყარო
ყოველგვარ ცუდის მქნელისა
წავიდნენ ბევრი იარეს 
მიადგენ ერთსა სალს კლდესა
თვალი ვერ მოჰკრეს ვერაპერს
ვერც ბუჩქსა და ვერცა ხესა
სასწაულ იყო ადგილსა
მთის წვერზე იდგა ვაჯკაცი
ტანთ ეცვა თეთრი პერანგი
ქვეყნის გვეგონა თავკაცი
მივედით კაცსა მნათობსა
დავითნი ეპყრა ხელსაო
შეგვნიშნა კაცნი მავალნი
ბილიკზე მასკენ მსვლელსაო
ვეფხიამ კაცსა უამბო 
თავისი შვილის ამბავი
უთხრა რომ დასჭირებია
განკურნებელი წამალი
თურმე ეს კაცი ყოფილა 
ვისაც წამალი ჰქონოდა
ვისაც შეეძლო განკურვნა
მისი შვილისა მხოლოდა
კაცმა მყისვ მისცა წამალი
კეთილი საქმის მდომელსა
უთხრა თვალებში აწვეთე
და სინათლესა ჰპოვებსა
ვეფხიას უთხრა შენ წადი
წამალ წაიგე სახლშია
რაც გითხარ ის გააკეთე 
შვილ გაახედე თვალშია
ბუქიას ძმობას არ გირჩევ 
სანდო არ არის ,ავია
ამის წყალობით ოჯახებს
მარჯვენა აღარ აბიათ
ვეფხიას ძლიერ ეწყინა 
ძმად ჰყავდა ავაზაკია
არ გავიცანი,ძმადა მყავს
ეს ძლიერ დასაძრახია.
ფუთი მარილის ჭამაო
სჭირდება კაცის ცნობასა
მერე დაადგენ თუ კაცი
გაგიწევს შენა ძმობასა
გულ დაწყვეტილი ვეფხია 
სახლისკენ გზასა გაუდგა
წამალი თანა მოჰქონდა
გულში ნაღველი ჩაუდგა
მივიდა ბავშვი განჰკურნა
თვალში ჩაუდგა ნათელი
წავიდა ღვთისა ტაძარსა 
სამი დაანთო სანთელი.
ბუქიას ამბავს გიამბობთ
რაც მას გადახდა იმ კაცთან
მან კაცმა თვალ აუხილა
რა გააკეტა მან ხალხთან
ყველა უამბო მას ცუდი
რაცა ოდესმე უქნია
ზუსტად რაც მოხდა მას ამბობს
ძლიერ გაჰკვირდა ბუქია
ამდენი ცუდი რომ ესმის 
თანაც თავისი ქმნილია
თვალებს აცეცებს უაზროთ
კაცს ეგონება გიჟია.
მიწას მუხლებით დაეყრდნო
ხელები ცას მიაწვდინა
მადლობდა რომე ამ კაცმა
თვის ცოდვას ჩააწვდინა
მიხვდა რომ კაცი ნათელი
ამქვეყნიური არ იყო
თორემ ამ სალსა კლდესა 
მარტო რად უნდა მდგარიყო?
სთხოვა პასუხის გაცემა
რა უნდა ექნა აწია
მთელი ცხოვრება ვილოცებ
მეგზურ მექნება ხატია
მან კაცმა უთხრა ბუქიავ 
მოშორდი შენსა სახლ-კარსა
სახლი დაიდე მთის წვერზე 
სადაც ილოცებ მრავალსა
ილოცე ოღონდ გულითა 
მარტო სიტყვები არ გარგებს
მთელი ცხოვრება დაჰყავი
და შენ უფალი მოგმადლებს
შენსა ცოდვებსა მიიღებს
იქნებ გაგწმინდოს სრულადა
სამოთხის კარსა შეაღებ
ოჯახს იქ ნახავ სრულადა
ეხლა კი ოჯახ უნდ დათმო
უნდა იცხოვრონ თვისთვინა
შენ კი ლოცვის დროს გახსოვდეს
ცოტაც ილოცე სხვისთვინა
დასთანხმდა კაცსა ბუქია
სინათლე ჰპოვა გულშია
ძლიერ მოსწყურდა სამოთხე
წავიდა ქვეყნის გულშია
დასტოვა თავის ოჯახი 
შვილებ დატოვა ობლადა
თავისა თავში ფიქრობდა
არ ვარგებულვარ მშობლადა
ადგილს მივიდა ისეთსა
სხვას არ დაუდგამს ფეხია
ერთი კაც იყო ვინც მასთან
ახლოს მივიდა-ვეფხია...
                                გადმოწერა
კატეგორია: ლექსები | დაამატა: lanchava | ავტორი: lanchava
ნანახია: 984 | ჩატვირთულია: 0 | კომენტარი: 7 | რეიტინგი: 5.0/3 |
სულ კომენტარი: 6
6  
magaria

5  
dzalian magariaa :* yvelaze magaria xar :*

4  
spasiba misha gaixare dzmaoo... warmatebebi shens saqmeshi

3  
dzma dzaan magari leqsia mara cherezchur mibazvitaa da asets originali ajobebs ra... da tan dgevandel xalxs kide raime sxva chirdeba azrze mosayvanad... me tvitonac vwer da minda raime wvlili shevitano qveynis gasagvizeblad!!!!! gmertma xeli mogimartos brat sxvebic magari leqsebi gaqvs

2  
sagol surprised surprised surprised surprised sagoldzaan magaria

1  
kargia genacvale.... upro meti da daixvecebi upro

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა

თქვენ არ ხართ საიტის წევრი, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია რათა გქონდეთ მაქსიმალური შესაძლებლობები! 

ძებნა
საიტის მეგობრები